ბათუმის ღია ფესტივალი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის

13 ნოე 2023

ბათუმის მერიისა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ამპუტანტ ფეხბურთელთა ბათუმის ღია ფესტივალი. ტურნირში ბათუმის, გორის, ზესტაფონისა და ზუგდიდის გუნდები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის გამარჯვებული „ბათუმი“ გახდა, რომელმაც ფინალში ზუგდიდის გუნდი 1:0 დაამარცხა. მესამე ადგილზე „ზესტაფონი“ გავიდა.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს ორგანიზატორთა მხრიდან მედლებისა და თასების გარდა, სპორტული მაღაზიის ფასიანი ვაუჩერებიც გადაეცათ.