შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან

13 ნოე 2023

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა განიხილა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან აუდიენციის დროს.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს  სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებზე.

ისაუბრეს ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც.