აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია

14 ნოე 2023

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც თვეების განმავლობაში ითხოვდნენ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები, უკვე საქართველოშია. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდასტურა.

"ვოსორიდიტის" მოხმარებას პირველ ეტაპზე 6 ბავშვი დაიწყებს, რომელთაგან პირველი ოთხი სავარაუდოდ 15 ნოემბერსვე გაიკეთებს ინექციას, ორი კი მომდევნო კვირებში ჩაერთვება მკურნალობის პროცესში.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ამ მედიკამენტით მკურნალობის პროცესი იაშვილის კლინიკაში წარიმართება.