საკონსტიტუციო ცვლილებები

07 მარ 2017

10 მარტს შეხვდება გიორგი მარგველაშვილი  საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს. პრეზიდენტი  საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას აანონსებს. ის მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა იწერებოდეს. საპარლამენტო უმრავლესობა კი ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს და აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ეს  პოპულისტური ნაბიჯია.