8 მარტი

07 მარ 2017

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ხელოვნების ცენტრში ფოტოგამოფენა  სახელწოდებით ,,100 წლის შემდეგ”- მოეწყო.  პორტრეტები საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ფოტოგრაფმა მარია ზოიძემ გადაიღო. აჭარაში  100 წელს გადაცილებული 26 ქალი ცხოვრობს. ღონისძიება აჭარის ჯანდაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.