საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

16 ნოე 2023

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩში სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და 0-1 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის 54-ე წუთზე მაისურაძის გადაცემის შემდეგ ძლიერი დარტყმით მამაცაშვილმა გაიტანა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.

ამ დროისთვის საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს 10 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება.

შემდეგ შეხვედრას სვანაძის გუნდი 26 მარტს გასვლაზე გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.