გიდები ხარისხის ნიშნით

07 მარ 2017

2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე გიდები მოემსახურებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული გიდები  სამი მიმართულებით - ბათუმის ქალაქის ტურის, მთიანი აჭარისა და ეროვნული პარკების ტურებზე იმუშავებენ. ხარისხის ნიშნის მისაღებად პროექტში ჩართულებს სპეციალური გამოცდების ჩაბარება ზაფხულამდე მოუწევთ.