ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

17 ნოე 2023

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სომხური მედია წერს, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულების მდგომარეობა უცნობია.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია საგანგებო სამსახურები.