„ჰამასის“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 12 000-ს გადააჭარბა

17 ნოე 2023

„ჰამასის“ წარმომადგენლების განცხადებით ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 12 000-ს გადააჭარბა.

მათივე ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა შორის 5 000 ბავშვია.

პალესტინის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს „ჰამასის“ წარმომადგენელთა ოფიციალურ განცხადებებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 3 570-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1 800 ბავშვი დაკარგულად ითვლება.