ასეულის მეთაური ხატია გოგალაძე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

22 ნოე 2023

ასეულის მეთაური ხატია გოგალაძე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. იგი მე-11 ქვეით ბატალიონში საბრძოლო ასეულის მეთაურია.

ხატია პირველი ქალი ლეიტენანტია, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი და ამჟამად ერთადერთი ქალი სამხედროა, რომელიც საბრძოლო ქვედანაყოფში ასეულის მეთაურის პოზიციაზე მსახურობს.