„პარაგრაფ თბილისის“ გახსნის ღონისძიება 

22 ნოე 2023

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ საზეიმოდ პრემიერ-მინისტრმა გახსნა.  ირაკლი ღარიბაშვილმა  სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection-ის შემოსვლა საქართველოში ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასტუმრო  კომპლექსი გარდა დამსვენებლებისა,  უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებსა და  ბიზნესკონფერენციებს უმასპინძლებს.

„პარაგრაფ თბილისის” ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია. სასტუმრო  220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულ სპას მოიცავს.

Autograph Collection-ის ბრენდი საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით 2018 წელს შემოვიდა და  სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“ გახსნა.

„პარაგრაფ თბილისსა“ და „პარაგრაფ შეკვეთილში“ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.