ამპუტან ფეხბურთელებს ახალი ეკიპირება გადაეცათ 

22 ნოე 2023

ბათუმის სპორტულმა ცენტრმა ქალაქის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ამპუტანტი ფეხბურთელების გუნდ „ბათუმს“ ახალი ეკიპირება შეუძინა და გადასცა, მათ შორის სათამაშო ფორმები და სპორტული ჩანთები.

სპორტული ცენტრის პარა-ფეხბურთელები მიწვეულნი არიან აჭარის ნაკრებში და ხვალ გერმანიაში მიემგზავრებიან, სადაც ქალაქ კიოლნში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.