საერთაშორისო ფორუმი “დიალოგი 2023“

23 ნოე 2023

არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან, სტუდენტური პროექტები და მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, გაცვლითი პროგრამები, ახალგაზრდების საარჩევნო და სხვა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობა და შესაძლებლობა - ეს იმ საკითხების  ნაწილია, რომლის ირგვლივაც  კითხვები ახალგაზრდებმა ადგილობრივი და ცენტრალური  მთავრობის წარმომადგენლებს დაუსვეს.

შეხვედრა საერთაშორისო ფორუმის “დიალოგი  2023“-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც 25 ქართველი და 25 უცხოელი ახალგაზრდა მონაწილეობს. 

საერთაშორისო  ფორუმი უკვე სამი წელია იმართება და მისი მიზანი დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა და დიალოგის სტიმულირება.