ფუტსალის ლიგა

23 ნოე 2023

ბათუმი ფუტსალის ლიგა სამის 2023-24 წლების გათამაშებას მასპინძლობს. გუშინ ბათუმური დერბი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბათუმის საზღვაო აკადემიისა და ბათუმის სპორტული ცენტრის გუნდები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საზღვაო აკადემიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ზღვაოსნებმა მეტოქეს დიდი ანგარიშით სძლიეს.