მედიის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ამოქმედდება

23 ნოე 2023

უცხოური მედიის ინფორმაციით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ადგილობრივი დროით საღამოს ოთხ საათზე გაათავისუფლებენ.

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტყვეობიდან გათავისუფლდება 13 ქალი და ბავშვი.