,,ჩვენი ხმა ევროპას“ - კამპანია რეგიონებში

26 ნოე 2023

ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახალგაზრდობა შეუერთდა. კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და იმ სიკეთეებზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მოაქვს.

ხელმოწერების კამპანია, რომელიც საქართველოს რეგიონებშიც გაიშალა, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.