ოკუპანტის შეტევა კიევზე

26 ნოე 2023

ოკუპანტი აგრესიას აგრძელებს უკრაინაში. გავრცელებული ცნობით, დონეცკის ოლქში რუსმა აგრესორებმა 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

გასულ ღამეს განხორციელებული იერიშის შედეგად კი 1 ადამიანი დაშავდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 9 დრონიდან 8 განადგურებულია.

ამასთან, უწყების განცხადებით, უკრაინის ავიაციამ საოკუპაციო არმიაზე 11 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც განადგურებულია ტექნიკა და იარაღის საწყობი.