შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელთან 

28 ნოე 2023

ირაკლი ღარიბაშვილი დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.   

აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს. 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას.