დეკანოზ გიორგი მამალაძეს 13 მარტს დაკითხავენ

09 მარ 2017

სამ დღეში განახლდება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა.  მიხეილ რამიშვილის განცხადებით  მათ ამის შესახებ  პროკურატურიდან შეატყობინეს. მისი ინფორმაციით,  დაკითხვა, ე.წ. მატროსოვის ციხეში 13 მარტს, 10:00 საათიდან განახლდება.დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის განახლებაზე თანხმობა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.