ახალი პროფესია ტექნიკური მომსახურების სფეროში  

30 ნოე 2023

საქართველოში  ტექნიკური  მომსახურების სფეროში  ახალი სერვისების  განსავითარებლად  ახალი, ე.წ.“ ჰაუსმასტერის“  ანუ    „შენობა-ნაგებობის  ტექნიკური მართვის სპეციალისტის“  პროფესია ინერგება. 
თემაზე პროექტის “ჩემი სახლის მმართველი-სწავლა მომავლისთვის“  ფარგლებში  იმსჯელეს.

განხილვის მთავარი თემა საბინაო სექტორში არსებული გამოწვევები და შენობა ნაგებობების მოვლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა იყო.

დაინტერესებულმა პირებმა  პროფესიული  მომზადების   4 თვიანი  პროგრამაც გაიარეს, მათ შეუძლიათ როგორც აპარტოტელებში, ასევე  ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსებსა და  სხვადასხვა კერძო თუ საჯარო უწყებაში  დასაქმდნენ. 

მათი საქმიანობა  შენობების ყველა ტექნიკური  პრობლემის მოგვარებას გულისხმობს.