ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს მინისტრმა უპასუხა

09 მარ 2017

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღეს უმაღლეს საბჭოში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენდნენ. დეპუტატების კითხვები, ბოლო პერიოდში, რეგიონში გახმაურებულ თემებს უკავშირდებოდა, მათ შორის შპს “ჰიგიენა 2009”-ის, ყოფილი დირექტორის მიერ თანხების მითვისებას.  რამაზ ბოლქვაძე ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.