სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება

01 დეკ 2023

სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო წვრთნაში თბილავიამშენის მიერ გარემონტებული სუ-25-ის, მი-24-ის ტიპისა და „მიმინოს“ ტიპის საფრენი აპარატები მონაწილეობდნენ.

უწყებაში ამბობენ, რომ საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.