ეუთოს მინისტერიალი - შეფასებები

01 დეკ 2023

საქართველოს მხარის მონაწილეობას ეუთო-ს მინისტერიალზე გამოეხმაურნენ საქართველოში. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მინისტერიალში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.

ხელისუფლების ლიდერები კი აცხადებენ, რომ ეს იყო საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრა და ქართულმა მხარემ თავისი ინტერესები სათანადოდ წარმოაჩინა.