03 დეკ 2023
პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შეძლებენ.
იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა აეკრძალებათ, აღნიშნულს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.