2024 წლის 1-ელი ივლისიდან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმება იგეგმება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული

03 დეკ 2023

2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.

ამასთან დაკავშირებით მომზადებული კანონის პროექტი 4 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

პროექტის ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან.

ამავე პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.