ომი ისრაელში 

03 დეკ 2023

ისრაელის სამხედროები სრული ძალით დაუბრუნდნენ ბრძოლას - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. იოავ გალანტის თქმით, ისრაელი აგრძელებს ზუსტად იქიდან სადაც გაჩერდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული შეტევის შედეგებს კი ძალიან შთამბეჭდავი უწოდა.

პარალელურად ღაზაში დაღუპულთა რიცხვი იზრდება.