დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში - შეფასებები

04 დეკ 2023

ენმ-ში მიმდინარე პროცესებს საკანონმდებლო ორგანოში ეხმაურებიან. ''ქართულ ოცნებაში'' ფიქრობენ, რომ გაყოფილ და დაშლილ ენმ-ს არჩევნებზე ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდება. 

ოპოზიციაში კი მოვლენების ამგვარი განვითარება არ გაჰკვირვებიათ და პროგნოზირებენ, რომ ბათუმის ორგანიზაციის წევრების გზას სხვებიც დაადგებიან.