ფილიპინებში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

06 დეკ 2023

ფილიპინებში ავტობუსი, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილებიდან რვა ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო ოთხის მდგომარეობა სტაბილურია.