შერმადინის „ტენერიფეს“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლასთან ერთი გამარჯვება სჭირდება

06 დეკ 2023

გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ შანსი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა ერთი ტურით ადრე გაენაღდებინა, თუმცა ლატვიაში „ვეფ რიგასთან“ 72:77 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლა ბოლო ტურისთვის გადადო, სადაც საფრანგეთში „შოლეს“ დაუპირისპირდება. შერმადინი ესპანელთა შორის საუკეთესო იყო. 29 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მას მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 ჰქონდა.