რაგბი ევროპის ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნები“ ტიტულის დაცვას შეეცდებიან

14 დეკ 2023

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში, „ჟან ბუინზე“ გაიმართება. „ბორჯღალოსნების“ ჯგუფში გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი არიან. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 4 თებერვალს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს, 10 თებერვალს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, 17-ში კი ესპანეთს დაუპირისპირდება. მეორე ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი არიან. ჯგუფური ეტაპის ორ-ორი გამარჯვებული ნახევარფინალში ითამაშებს, დანარჩენები კი მე-5 ადგილისთვის განაგრძობენ ბრძოლას. ნახევარფინალები 2 და 3 მარტს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული საქართველოს ნაკრებია, რომელსაც ეს ტურნირი 15-ჯერ აქვთ მოგებული. „ბორჯღალოსნებმა“ შარშან ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში პორტუგალიას 38:11 მოუგეს.