ქობულეთში წინასაახალწლო ღონისძიებები გადაიდო

25 დეკ 2023

წინასაახალწლო ღონისძიებები და ნაძვის ხის ანთება ძლიერი ქარის გამო გადაიდო ქობულეთში. სტიქიამ პრობლემები შექმნა. ქარმა ქობულეთში რამდენიმე ხე მოგლიჯა, დააზიანა ელექტრო გადამცემი ბოძები და სახურავი გადახადა მრავალბინიან საცხოვრებელს. მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ზიანის შესწავლა.