26 დეკ 2023
ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში დასრულდა ვეტერანი მშვილდოსნების ხათუნა ნარიმანიძისა და ასმათ დიასამიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, რომელშიც გოგონები, ვაჟები და შერეული წყვილები მონაწილეობდნენ. ტურნირი ტრადიციულია და წელს მასში ხუთი ქვეყნის 68 მშვილდოსანი მონაწილეობდა.