სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა

03 იან 2024

სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა გაფართოვდა. კერძოდ, უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, ბებიაქალს და სანიტარს მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდათ.

სახელფასო ზღვარი შემდეგნაირად გამოიყურება: უმცროსი ექიმი - თვეში, არანაკლებ 960 ლარი, ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი, ბებია ქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი, სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი.