აიოვას შტატის სკოლაში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

05 იან 2024

აშშ-ში, აიოვას შტატში სკოლაში მომხდარ სროლას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ პერიში მოხდა.

სამართალდამცავების განცხადებით, თავდამსხმელი დაღუპულია, თუმცა რა ვითარებაში დაიღუპა, ინფორმაცია არ ვრცელდება.

სკოლაში ამ დროისთვის გაუქმებულია საგაკვეთილო პროცესი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.