ხვალ ალილო გაიმართება

06 იან 2024

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.

მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ალილოს საშობაო მსვლელობა, ხვალ ტრადიციულად ბათუმშიც გაიმართება.