რიკოთზე მოძრაობა განახლებულია

06 იან 2024

რიკოთზე მოძრაობა შეფერხებული იყო. არსებული ინფორმაციით, რიკოთის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ტალახი ჩამოიშალა, რის შედეგადაც, მოძრაობა დროებით შეფერხდა.

გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა და მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.