"სამწუხაროა რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ხდება" - ილია მეორე

11 მარ 2017

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას  ბათუმში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ბათუმში მომხდარი მოვლენების გამო და აღნიშნა რომ საქართველოში, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა სამწუხაროა რომ ეს ხდება.