7 იანვარს მართლმადიდებლები შობას აღნიშნავენ 

07 იან 2024

შობის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 40 დღიანი მარხვა სრულდება. მრევლის ნაწილი ქრისტეს შობას ეკლესიებში შეხვდა, სადაც ღვთისმსახურება დილამდე გაგრძელდა. მათ კი, ვინც დღესასწაულის შემობრძანება სახლებში იზეიმეს, 7 იანვართან დაკავშირებული კიდევ ერთი ტრადიცია დაიცვეს.

შობის დადგომას მოქალაქეები ფანჯრებში ანთებული სანთლებით შეხვდნენ.

ასეა ბოლო რამდენიმე წელია, ეს ტრადიცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.