იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 161-მდე გაიზარდა

08 იან 2024

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 161-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 100-ზე მეტი ადამიანი, რომელთა სამძებრო სამუშაოებიც გრძელდება, - ამის შესახებ BBC წერს.

მაშველებს საქმეს უამინდობა ურთულებს. ძლიერი წვიმისა და თოვის გამო, მოსახლეობას მეწყერებისა და ნგრევის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში პირველ იანვარს მოხდა.