საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება

10 იან 2024

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა I დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგო, მაგრამ ფორმატის თანახმად, მერვედფინალში მეორე დივიზიონის D  ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც რუმინეთი ან ნიდერლანდები იქნება.

ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ, როდესაც მე-12 ადგილი დაიკავეს, 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე კი მე-8 შედეგი აჩვენეს და ეს, გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.