პარტიების საარჩევნო გეგმები

10 იან 2024

პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკომ დღეს პარტიებს მოუწოდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიამ   შესაბამისი  განცხადებით უნდა მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს პირველი აგვისტოში, ცესკო-ს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. და როგორია არჩევნებამდე 8 თვით ადრე კი პარტიების გეგმები და პროგნოზები.  

ოპოზიციის წინასწარი განწყობები ცნობილია,  ნაწილი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსს არ გეგმავს. ნაწილი კი მიიჩნევს რომ ქართული ოცნების დამარცხების გასაღები სწორეთ ერთიანობაშია.  

აქტუალურია საარჩევნო 5%- იანი ბარიერის დაწევის საკითხიც.    ოპოზიციას რომ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს ამაში ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომელიც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში არსებულ დაპირისპირებასა და ოპონენტების რეიტინგზე საუბრობს.