აშშ-ს ერთდროულად რამდენიმე შტატს შტორმმა გადაუარა

12 იან 2024

აშშ-ს ერთდროულად რამდენიმე შტატს შტორმმა გადაუარა. სტიქიამ წყალდიდობა და ქარბუქი გამოიწვია. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები.

უცხოური მედიის ინფორმაციით, უამინდობის გამო გაუქმდა რამდენიმე ასეული ავიარეისი.

ქვეყნის ამინდის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ძლიერი შტორმი და წყალდიდობა ოჰაიოს შტატშიცაა მოსალოდნელი.