ანტიკორუფციულ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

15 იან 2024

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ის მაღალჩინოსანი ჩამოდის, რომელიც ანტიკორუფციულ საკითხებს კურირებს. რიჩარდ ნეფი შეხვედრებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და საგამოძიებო უწყებებში გამართავს.

სამდღიანი ვიზიტის დროს დეპარტამენტის წარმომადგენელი ქართულ მხარესთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავს. საქართველო და ამერიკა თანამშრომლობის სფეროებს შეათანხმებენ.