ბაქოში ძლიერი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

15 იან 2024

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ერთ-ერთ სახელოსნოში, ძლიერი აფეთქება მოხდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა რამდენიმე.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.