საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“

16 იან 2024

ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში  ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ გრძელდება.

მორიგი საფესტივალო დღე დაეთმო აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი ხელოვანის, უძველესი აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის შემსრულებლის, ნარგილე მეჰთიევას, კონცერტს.

ნარგილე მეჰთიევა ერთადერთი აშუღი ქალია საქართველოში.

ღონისძიებას ბრიუსელის ყველაზე პოპულარულმა საკონცერტო დარბაზმა „ფლაჟემ" უმასპინძლა.