ისრაელის ქალაქ ნეთივოთის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა

16 იან 2024

ისრაელის ქალაქ ნეთივოთის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, ნეთივოთის მიმართულებით არაბული ანკლავიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამ ეტაპზე მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნეთივოთზე თავდასხმა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველაზე დიდი სარაკეტო იერიშია ღაზიდან.