ბასილაშვილმა სანდერლენდის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

17 იან 2024

დიდი ბრიტანეთი, ქალაქი სანდერლენდიაი-ტი-ეფის“ 25-ათასიან ტურნირს მასპინძლობს. მსოფლიო რეიტინგის 595-ე ნომერმა, ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სანდერლენდის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილი პირველ შეხვედრაში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, პატრიკ ფოულს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში იტალიელ ფაუსტო ტაბაკოსა და პირველ ნომრად განთესილ ფრანგ დან ადიდს შორის გამარჯვებული იქნება.