Bloomberg: ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან საქმე წააგო

18 იან 2024

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავა წააგო. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, წელიწად-ნახევრის შემდეგ, ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა მხარეებს განუცხადა, რომ  გამოძიებამ ფულის გათეთრების მტკიცებულება ვერ იპოვა. 

ფულის გათეთრებაზე დავა შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიიღო.

გამოცემა  ივანიშვილის სპიკერსაც ციტირებს, რომლის თანახმადაც  ივანიშვილი  საქმის  დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.