ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოცადა

19 იან 2024

ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოცადა.

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა სამხრეთ კორეის, აშშ-ისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისადმი პროტესტის ნიშნად ჩაატარეს. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურმა სპიკერმა აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია „კატასტროფული შედეგების შესახებ“ გააფრთხილა.