12 მარ 2017
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში 11 მარტი მოვლენების მიზეზად საპატრულო პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის არსებულ დაპირისპირებას ასახელებენ. ოპოზიციური პარტია პასუხისმგებლობად ხელისუფლებას აკისრებს. ლევან ვარშალომიძის განცხადებით, უნდა დაისაჯონ დამკვეთები და შემსრულებლები. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დაარბიეს და ხელისუფლებამ მოქალაქეთა უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.